მილენიუმი
Millennium

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ახალგაზრდული სამეცნიერო ჟურნალი

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „მილენიუმი“ დაარსდა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის დამფუძნებელთა მიერ და განკუთვნილია დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევართათვის - დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის.
ჟურნალი „მილენიუმი“ მიზნად ისახავს საქართველოში ჰუმანიტარულ დარგებში მეცნიერთა ახალი თაობის აკადემიური განვითარების ხელშეწყობას - ჰუმანიტარულ დარგებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის შექმნას სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალში წარმოდგენილია შემდეგი დარგები:

ჟურნალის ფორმა და მოცულობა:

ჟურნალს წარმართავს სარედაქციო საბჭო, რომელიც შედგება დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერებისაგან.
მანანა თანდაშვილი (მთავარი რედაქტორი), მარიამ ყამარაული (რედაქტორი), მზია ხახუტაიშვილი, ნანა ცეცხლაძე, მაია ქუქჩიშვილი, მარიამ მათიაშვილი (აღმასრულებელი მდივანი), მარიამ რუხაძე, გიორგი ჯღარკავა, მარიამ ნავაძე, ელენე ქადაგიშვილი, ნუნუ ბახტაძე.

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ტექნიკური პარამეტრები:

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 30 დეკემბერი
ჟურნალის პირველი ნომერი გამოვა 2022 წლის მაისში.