პიკის საათი – ქართული ენა ციფრულ ეპოქაში

გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი „შესავალი დიგიტალურ ქართველოლოგიაში“, რომელიც ქართული ენის გაციფრებას და დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარებას ეძღვნება.

ეროვნული მეცნიერების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მიმართულებამ – ქართველოლოგიამ, ციფრულ სამყაროში შეაბიჯა – ქართული ენის გაციფრებამ საფუძველი ჩაუყარა ახალი მიმართულების „დიგიტალური ქართველოლოგიის“ განვითარებას, რომელიც 21-ე საუკუნის ქართველოლოგიას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ღირსეულ წევრად აქცევს. ტექნიკურმა რევოლუციამ და მისმა თანმდევმა საყოველთაო გლობალიზაციამ შეუქცევადი გახადა სამყაროს „გაციფრების“ პროცესი – დღეს წარმოუდგენელია ადამიანის კულტურულ-მენტალური და ინტელექტუალური რეალიზაცია ციფრული რესურსების გარეშე. ენათა და კულტურათა გაციფრების აუცილებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ე.წ. მცირე ენებისათვის, რომელთა რიცხვს ქართული ენაც მიეკუთვნება.

სტუმარი: მანანა თანდაშვილი – ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, პროფესორი.

წამყვანი: ეკა ტალახაძე.