ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში

ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში

(მეთოდები, ტექნოლოგიები, რესურსები)

4-11 აგვისტო, 2023 წ.

ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში ეძღვნება ქართველოლოგიური მეცნიერებების გამოწვევებს ციფრულ ეპოქაში – მეთოდებს, ტექნოლოგიებს და რესურსებს. საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან დიგიტალური ქართველოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა და საფუძვლებს; მიიღებენ ცოდნას დიგიტალური ქართველოლოგიის ძირითად მიმართულებებში, გაეცნობიან ქართული ენის ანალიზისა და სინთეზის პროგრამებს, კომპიუტერული ლექსიკოგრაფიის პრინციპებსა და მეთოდებს, ქართული ენისათვის მანქანური სწავლების გამოყენების პროგრამულ უზრუნველყოფებს. გარდა თეორიული ცოდნის შეძენისა, საზაფხულო სკოლის პროგრამა ასევე მოიცავს პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას, ქართული ენისათვის შექმნილი ტექნოლოგიების გაცნობასა და მათი გამოყენების უნარ-ჩვევების შეძენას. ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამა ოთხ მიზნობრივ ჯგუფზე არის ორიენტირებული და დაეხმარება სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) დიგიტალური ჰუმანიტარიის მეთოდების, ტექნოლოგიებისა და რესურსების ათვისებაში, ხოლო უფროსკლასელებს – პროფესიულ ორიენტირებაში.
საზაფხულო სკოლა ინტერდისციპლინურ პროგრამას შესთავაზებს მსმენელებს: თეორიულ ბლოკში ლექციებს წაიკითხავენ გერმანიასა და საქართველოში მოღვაწე დარგის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა ლექციები მიეძღვნება:
საზაფხულო სკოლა ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.
სეზონური სკოლის მონაწილეთა შერჩევის მექანიზმი:
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და სკოლის მოსწავლეებს (უფროსკლასელებს).
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა ანკეტურ და საკონტაქტო მონაცემებთან ერთად უნდა წარმოადგინონ:

პროგრამა

4 აგვისტო - საზაფხულო სკოლის გახსნა

09:00 სეზონური სკოლის მონაწილეთა რეგისტრაცია

09:30 სეზონური სკოლის საზეიმო გახსნა

4 აგვისტო

5 აგვისტო

6 აგვისტო

7 აგვისტო

8 აგვისტო

9-10 აგვისტო

11 აგვისტო

რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ღილაკს

შემოაბიჯე დიგიტალურ ქართველოლოგიაში!