საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურმა ანგარიშმა საქართველოს პარლამენტში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა 14 მარტს, მორიგი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. უკრაინის ომისადმი ოფიციალური საქართველოს პოზიციონირებამ დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვია და გააღრმავა კონფლიქტი, ერთი მხრივ, დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებსა და, მეორე მხრივ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. მოცემულ სიტუაციაში პრეზიდენტმა უჩვეულოდ მკაცრ გამოსვლში […]
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია თითქმის ორი თვე გრძელდებოდა და პოლიტიკური ტემპერატურის მუდმივი ზრდის პირობებში მიმდინარეობდა. დღეს შემოგთავაზებთ თბილისის მერობის კანდიდატთა სატელევიზიო დებატების ერთი ფრაგმენტის ლინგვოპოლიტოლოგიურ ანალიზს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორ არის გაჟღენთილი ქართული პოლიტიკური მეტყველება სიძულვილის ენით (65 %) და რამდენად აუცილებელია ქართული პოლიტიკური მეტყველების კულტურის ამაღლება. პოლიტიკოსის ნებისმიერი საჯარო გამოსვლა საპასუხისმგებლოა, […]
2019 წლის 22 დეკემბერს ქართული საზოგადოებისათვის ცნობილმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ქართულ საზოგადოებას ახალი პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარუდგინა. ბიზნეს-საქმიანობიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გადანაცვლება, ბუნებრივია, გულისხმობს როგორც საზოგადოებაში დამკვიდრებული იმიჯის, ისე ენობრივი პროფილის ცვლილებას. ქვემოთ წარმოგიდგენთ მამუკა ხაზარაძის სიტყვის ლინგვოპოლიტოლოგიურ ანალიზს და დასკვნას, თუ რამდენად შეძლო მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკოსის როლში შესვლა. მამუკა ხაზარაძის გამოსვლა 5 ნაწილისაგან შედგება: […]
ენის ლექსიკური მარაგი ენის სიმდიდრეა. ენის სიმდიდრეს კი, უპირველეს ყოვლისა, სიტყვათწარმოების შესაძლებლობები განაპირობებს. სიტყვებით ვმეტყველებთ და სიტყვები თავადაც მეტყველებენ. თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ქართულ ენაში გაცილებით მეტია ნაწარმოები სიტყვების რაოდენობა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სიტყვაწარმოების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას ორი (ან რამდენიმე) სიტყვის გაერთიანება, ანუ კომპოზიტების წარმოქმნა წარმოადგენს. რუბრიკაში „ჩვენი ენა ქართული“ შევეცდებით ქართული […]
პოლიტიკური დისკურსის, როგორც „მსმენელზე ორიენტირებული ფსიქოლინგვისტური ხელოვნების“ [1] კვლევა ინტერდისციპლინურ ჭრილში არაერთ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება, რომელთა შორისაც საინტერესოა ის არგუმენტაციული ტექნიკები და სტრატეგიები, რომლებიც პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლებს ახასიათებთ. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანთა დისკურსი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც სტრუქტურის, ისე შინაარსისა და მიზნის თვალსაზრისით. ამგვარ დისკურსულ განსხვავებებზე უდიდეს გავლენას ახდენს აგრეთვე ელექტორატი ანუ […]
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა შეემატა. გიორგი გახარიამ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ცნობილი სახეა, 29 მაისს პრეზენტაციაზე მოწვეულ საზოგადოებას ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ წარუდგინა. გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ, ბუნებრივია, საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია და მედიის საგანგებო მსჯელობის საგანი გახდა, თუმცა უყურადღებოდ დარჩა თავად პარტიის ლიდერის პოლიტიკური სიტყვა, რომლის ლინგვოპოლიტოლოგიურ ანალიზსაც ქვემოთ […]
გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი „შესავალი დიგიტალურ ქართველოლოგიაში“, რომელიც ქართული ენის გაციფრებას და დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარებას ეძღვნება. ეროვნული მეცნიერების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მიმართულებამ – ქართველოლოგიამ, ციფრულ სამყაროში შეაბიჯა – ქართული ენის გაციფრებამ საფუძველი ჩაუყარა ახალი მიმართულების „დიგიტალური ქართველოლოგიის“ განვითარებას, რომელიც 21-ე საუკუნის ქართველოლოგიას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ღირსეულ წევრად აქცევს. ტექნიკურმა რევოლუციამ და მისმა თანმდევმა საყოველთაო გლობალიზაციამ შეუქცევადი გახადა […]
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია