ISBN 978-9941-8-3156-3
ნაშრომში განხილულია დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების ისტორია და პერსპექტივები, დიგიტალური კვლევის ძირითადი პრინციპები და კორპუსლინგვისტური კვლევის მეთოდები. მიმოხილულია ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზები, მათი შექმნის ისტორია და მნიშვნელობა. ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული დარგების სტუდენტებისა და საკითხით დაინტერესებული მკითხველისათვის.
ISBN 978-9941-8-2853-9
ნაშრომი „ზმნის კონცეპტუალური მოდელირებისათვის ქართულში“ წარმოადგენს ქართული ზმნის მოდელირების ალტერნატიული ფორმებისა და მეთოდების გამოყენების ცდას, კერძოდ, ზმნის კონცეპტუალური მოდელირებისათვის წინამდებარე ნაშრომში გამოყენებულია ამერიკელი მეცნიერის მარვინ მინსკის ფრეიმული თეორია.
ISBN 978-991-8-2854-6
ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსის ორტომეულში შესულია ქართველ პარლამენტართა გამოსვლები საქართველოს პარლამენტის სხდომებზე (ტომი I) და ქართველი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ტელეგამოსვლები (ტომი II). ორტომეულში წარმოდგენილი მასალა ასახავს ქართველ პოლიტიკოსთა საპარლამენტო და სატელევიზიო მეტყველების სპეციფიკას და ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების თავისებურებებს.
ISBN 978-9941-26-65-9
ნაშრომში განხილულია ენისა და კულტურის დოკუმენტირების თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები, მიმოხილულია თანამედროვე დიგიტალური არქივები, მათი შექმნის ისტორია და ღია რესურსები. ნაშრომში ასევე განხილულია დოკულინგვისტიკის სფეროსათვის რელევანტური ზოგადთეორიული საკითხები, როგორიცაა კულტურის გაგების საკითხი, მეხსიერების ფორმები, კულტურული ტრანსმისია და მისი მნიშვნელობა.
ISBN 978-9941-26-66-6
ნაშრომში განხილულია ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტირების თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები: ELAN-ი და FLEx-ი. ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული დარგის სტუდენტებისა და ენისა და კულტურის დოკუმენტირების საკითხით დაინტერესებული პირებისათვის.
ქართული ენის სიხშირული ლექსიკონი წარმოადგენს ქართული ენის ლექსიკის სტატისტიკურ ანალიზს და ემყარება ემპირიულ მონაცემებს, კერძოდ ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ქართულ რესურსებს. ლექსიკონის ბეჭდური ვერსია მოიცავს 10 000 ყველაზე ხშირად ხმარებულ სიტყვას ქართულში. ლექსიკონს ახლავს CD-ROM, რომელშიც წარმოდგენილია 1 მლნ. სიტყვაფორმა დალაგებული სიხშირის მიხედვით.
დიგიტალური (ციფრული) ჰუმანიტარია ახალი დარგია, რომელიც წარმოიქმნა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარული კვლევების სინთეზის შედეგად. წინამდებარე სახელმძღვანელო ეძღვნება დიგიტალური ჰუმანიტარიის ისტორიას, კვლევის ინსტრუმენტებს, მეთოდებსა და განვითარების პერსპექტივებს. აქვეა განხილული დიგიტალური ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის მიღწევები.
ნაშრომში მოცემული ქართული ზმნის სემანტიკური მოდელი საშუალებას იძლევა უკეთ აღვწეროთ ის მორფოსინტაქსური თავისებურებები, რომლითაც გამოირჩევა ქართული ზმნა. გარდა თეორიული ღირებულებისა, ნაშრომს პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს – ზმნის სემანტიკური კლასიფიკაციის ის ჩარჩო, რომელიც ნაშრომშია განხილული, კორპუსული კვლევის შედეგებს ემყარება და მნიშვნელოვნად აადვილებს ქართული ენის ავტომატური თარგმანის პრობლემას.
ნაშრომში დახასიათებულია რეფერენციის სახეები და მისი ენობრივი გამოხატულების ფორმები ქართულში. საგანგებო ყურადღება ეთმობა აგრეთვე დეიქსისს – აღწერილია დეიქტური სისტემის ასიმეტრიულობა, დეიქსისის ოპერატორები (დეიქტიკონები) და მოცემულია მათი ფუნქციურ სემანტიკური ანალიზი ქართულში.
ნაშრომში პირველად არის განხილულუ დოკულინგვისტიკის საკითხები. ნაშრომი შეიქმნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგილი მაინორი პროგრამის „დიგიტალური ჰუმანიტარია“ ფარგლებში და მოიცავს ენათა და კულტურათა თანამედროვე დოკუმენტირების როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე დოკუმენტირების თანამედროვე მეთოდებსა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმოხილვას.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია