დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის რეცენზირებადი ელექტრონული ორენოვანი
სამეცნიერო ჟურნალი
ISSN 2720-8427 (ელექტრონული ვერსია)
ჟურნალის ახალი ნომერი: ტომი 1, 2022 წ. (სრული ვერსია)
დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი
„დიგიტალური ქართველოლოგია“ განკუთვნილია დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მოღვაწე
სპეციალისტებისათვის და მიზნად ისახავს საქართველოში დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების
ხელშეწყობას და დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მომუშავე სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის
შექმნას სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.
დარეჯან თვალთვაძე ძველი ხელნაწერების ახალი სიცოცხლე – ქართული ხელნაწერების დიგიტალიზაცია და მისი მნიშვნელობა კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევებისათვის
დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური
სამეცნიერო ჟურნალი
დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „დიგიტალური ქართველოლოგია“ დაარსდა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის დამფუძნებელთა მიერ და განკუთვნილია დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მოღვაწე სპეციალისტებისათვის. ჟურნალი წარმოდგენს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიისა და და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის მიმართულების ერთობლივ სამეცნიერო გამოცემას. ჟურნალი „დიგიტალური ქართველოლოგია“ მიზნად ისახავს საქართველოში დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობას და დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მომუშავე სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის შექმნას სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.
სამეცნიერო საბჭო:
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: იოსტ გიპერტი (გერმანია)
სამეცნიერო საბჭოს წევრები: მანანა თანდაშვილი (გერმანია), პაულ მოირერი (ნორვეგია), ბერნარ უტიე (საფრანგეთი), ირინა გურევიჩი (გერმანია), ტომი მაკენერი (ინგლისი), მზექალა შანიძე (საქართველო), თინათინ მარგალიტაძე (საქართველო), ნინო ფირცხალავა (საქართველო), ვახტანგ ლიჩელი (საქართველო)
სამეცნიერო საბჭოს მდივანი: მარიამ ყამარაული (გერმანია)
სარედაქციო საბჭო:
ჟურნალს წარმართავს სარედაქციო საბჭო, რომელიც შედგება დიგიტალურ ჰუმანიტარიაში
მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერებისაგან:
საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ელექტრონული
ჟურნალი „დიგიტალური ქართველოლოგია“ წარმოადგენს სამეცნიერო -საგანმანათლებლო საზოგადოების დიგიტალურიჰუმანიტარიისაკადემია - საქართველო ყოველწლიურ ჟურნალს და მიზნად ისახავს დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მომუშავე
სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის შექმნას სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალის ფორმა და მოცულობა:
ჟურნალი „დიგიტალური ქართველოლოგია“ წარმოადგენს ორენოვან ელექტრონულ ჟურნალს - სტატიები ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ჟურნალი გამოიცემა ელექტრონული ფორმით და არ გააჩნია ბეჭდური ვერსია;
ჟურნალის თითოეულ ნომერში გამოქვეყნდება 15-20 სტატია;
ჟურნალი რეცენზირებადია;
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ.
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადა: ყოველი წლის 30 აპრილი.
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ტექნიკური პარამეტრები:
ავტორებმა სტატია უნდა წარმოადგინონ ქართულ და ინგლისურ ენებზე;
სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4200 სიტყვას (15 ნაბეჭდი გვერდი, A4 ფორმატი, 1,15 ინტერვალი).
რეცენზირება:
ელექტრონული ჟურნალი „დიგიტალური ქართველოლოგია“ ორენოვანია და გამოდის წელიწადში ერთხელ. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიების შეფასებას ახორციელებს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი. რეცენზირების შემდეგ სტატია დამატებით განიხილება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მიერ.