საქართველოში დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარება ეროვნული ჰუმანიტარული მეცნიერებების დიგიტალიზაციას გულისხმობს და რამდენიმე, როგორც თეორიულ- მეთოდოლოგიური, ისე რესურსებრივი კომპონენტის არსებობას მოითხოვს, როგორიცაა ქართველოლოგიის თეორიული განვითარება, ქართული ენისათვის დიდ მონაცემთა ბაზების შექმნა, ქართული ენის ტექნოლოგიზაცია, დიგიტალურ ჰუმანიტარიის მეტაენის „გაქართულება“, ქართველოლოგთა ახალი, „დიგიტალური თაობის“ შექმნა. შესაბამისად, დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის მიზნებია საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის გაშლა საქართველოში, რომელიც საშუალებას მისცემს დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარებით დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა მიიღონ ჩვენს აქტივობებში, როგორებიცაა: