ინდივიდუალური ტრენინგები პოლიტიკურ ლინგვისტიკაში

ინდივიდუალური ტრენინგები პოლიტიკურ ლინგვისტიკაში

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია წელს პირველად სთავაზობს დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალურ ტრენინგებს პოლიტიკურ ლინგვისტიკაში. პოლიტიკური ლინგვისტიკის მიზანია პოლიტიკურ დისკურსში ენობრივი ქცევის ინტერდისციპლინური შესწავლა, მიზნის მიღწევის სტრატეგიებისა და ენობრივი ფორმების კვლევა და გამოყენებული სტრატეგიების ფუნქციონირების ეფექტურობა. ტრენინგი მიზნად ისახავს პოლიტიკური დისკურსის თანამედროვე მეთოდებით კვლევის შესაძლებლობების გაცნობას და დიგიტალური კვლევის უნარ-ჩვევების ათვისებას; პოლიტიკური მეტყველების კულტურის დახვეწას განსხვავებულ გარემოში საკომუნიკაციო აქტის შესაბამისად; მანიპულაციის ენობრივი საშუალებებისა და ტექნიკების ამოცნობას პოლიტიკურ დისკურსში და პირიქით, ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური საშუალებების ეფექტურად გამოყენის უნარ- ჩვევების ათვისებას პრაქტიკულ საქმიანობაში.
ტრენინგები სამი ეტაპისაგან შედგება:
I ეტაპი
ტრენინგი თემაზე პოლიტიკური დისკურსის კვლევის დიგიტალური მეთოდები
ტრენინგის პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი
II ეტაპი
ტრენინგი თემაზე პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში
ტრენინგის პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი
III ეტაპი
ტრენინგი თემაზე მანიპულაციის ენობრივი საშუალებებისა და ტექნიკების გამოყენება პოლიტიკურ ზეპირმეტყველებაში.
ტრენინგის პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, პოსტდორტორანტებს.

რეგისტრაცია: info@adh.ge

რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ღილაკს

შემოაბიჯე დიგიტალურ ქართველოლოგიაში!