პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში
მიზანი:
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თემაზე „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“ (ქართული პოლიტიკური მეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი) პირველად ტარდება საქართველოში და მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზის მეთოდების გაცნობასა და დაუფლებას. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორიცაა, მაგალითად, კომუნიკაციის ფორმებისა და მეთოდების გაცნობა, კამათის სტრატეგიებისა და ტექნიკების დაუფლება, მანიპულაციის ენობრივი საშუალებების გაცნობა, საკუთარი კვლევითი უნარ-ჩვევების შეცნობა და პრაქტიკული გამოყენება.
საზაფხულო სკოლა ტარდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში.
საზაფხულო სკოლის გამოცხადების დრო: 5 ივნისი
განცხადებების შემოტანის საბოლოო ვადა: 25 ივნისი
დასტური მონაწილეობის შესახებ: 30 ივნისი
საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა: 6 დღე
საზაფხულო სკოლაში მონაწილეთა რაოდენობა: 20
რეგისტრაციის ღირებულება:100 ლარი
პროექტი დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.
პროგრამა
26 ივლისი - საზაფხულო სკოლის გახსნა
15:00-15:30 - საზაფხულო სკოლის საზეიმო გახსნა
15:30-16:00 - „ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსი“, ტ. III (პრეზენტაცია)
I. თეორიული ბლოკი (8 ლექცია)
27 ივლისი
10:00-11:00 სთ - ენა და პოლიტიკა, პოლიტიკური მეტყველების კულტურა, პოლიტკორექტულობა (მანანა თანდაშვილი)
11:00-12:00 სთ - პოლიტიკური გამოსვლების შედეგები ადამიანის უფლებების კონტექსტში (ანა მდინარაძე)
12:30-13:30 სთ - კომუნიკაციის ფორმები და მისი წარმართვის ენობრივი საშუალებები (მარიამ ყამარაული)
15:30-16:30 სთ - ქართველ პოლიტიკოსთა მეტყველების სტილისტიკური ანალიზი (მზია ხახუტაიშვილი, ნანა ცეცხლაძე)
28 ივლისი
10:00-11:00 სთ - მანიპულაციის ენობრივი საშუალებები: პერსუაზიის ენობრივი მექანიზმი (ნუნუ ბახტაძე)
11:00-12:00 სთ - კომუნიკაციის თავისებურებები, შესაძლებლობები და გამოყენების მეთოდები მედიაკომუნიკაციაში (ლევან ქათამაძე)
12:30-13:30 სთ - პოლიტიკური გამოსვლების სენტიმენტანალიზი და სიძულვილის ენა (ელენე ქადაგიშვილი)
13:30-14:30 სთ - კამათის არსი და მიზნის მიღწევის სტრატეგიები, არგუმენტაციული სტრუქტურები პოლიტიკურ მეტყველებაში (მარიამ მათიაშვილი)
II. პრაქტიკული ბლოკი
29 ივლისი
10:00-11:30 სთ - პოლიტიკური მეტყველების ელექტრონული დოკუმენტირება (რუსუდან პაპიაშვილი)
12:00-17:00 სთ - მასალების ჯგუფური მოპოვება და დამუშავება პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად
III. ტუტორიუმი
30 ივლისი
10:00-13:30 სთ - მოპოვებული ტექსტების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი