საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინ ჟურნალის "მილენიუმის" პრეზენტაცია

საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინ ჟურნალ "მილენიუმის" პრეზენტაცია

2023 წლის 25 სექტემბერს 19.00 საათზე საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინ ჟურნალის „მილენიუმის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია.

ჟურნალის პირველი ნომერი 2023 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც ახალგაზრდა მეცნიერთა 12 სტატია არის შესული საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან. ჟურნალი ინტერდისციპლინური კვლევებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა: ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, არქეოლოგია, პოლიტოლოგია, თარგმანმცოდნეობა, სოციოლოგია.

ინფორმაცია ჟურნალის შესახებ:

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „მილენიუმი“ დაარსდა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის დამფუძნებელთა მიერ და განკუთვნილია ჰუმანიტარიაში და სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევართათვის - მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის.
ჟურნალი „მილენიუმი“ საგანგებოდ შეიქმნა ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს მეცნიერთა ახალი თაობის აკადემიური განვითარების ხელშეწყობას - ჰუმანიტარულ დარგებსა და სოციალურ მეცნიერებებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის შექმნას სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალს წარმართავს სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება ქართველი და უცხოელი მეცნიერებისაგან:
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: მანანა თანდაშვილი (გერმანია)
სამეცნიერო საბჭოს წევრები: იოსტ გიპერტი (გერმანია), გერდ კარლინგი (გერმანია), ირინა გურევიჩი (გერმანია), სერგეი კიმი (შვეიცარია), ხათუნა ბერიძე (საქართველო), ემზარ ჯგერენაია (საქართველო), ვახტანგ ლიჩელი (საქართველო), ნანა ლოლაძე (საქართველო), რატი სხირტლაძე (საქართველო).
სამეცნიერო საბჭოს მდივანი: სარა დოპიერალა (აშშ)
ჟურნალს უძღვება სარედაქციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
მარიამ ყამარაული (მთავარი რედაქტორი), ეკა კვირკველია (რედაქტორი), მზია ხახუტაიშვილი, მაია ქუქჩიშვილი, მარიამ მათიაშვილი, მარიამ რუხაძე, გიორგი ჯღარკავა (აღმასრულებელი მდივანი), მარიამ გობიანიძე, ზვიად ზალიკიანი.