საერთაშორისო სემინარი თემაზე:

„ბუნებრივ ენათა დამუშავების ტექნოლოგიები და კორპუსული კვლევების მნიშვნელობა 21-ე საუკუნის ქართველოლოგიისათვის“

საერთაშორისო სემინარი თემაზე:

„ბუნებრივ ენათა დამუშავების ტექნოლოგიები და კორპუსული კვლევების მნიშვნელობა 21-ე საუკუნის ქართველოლოგიისათვის“

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2024 წლის 23-25 თებერვალს ატარებს საერთაშორისო სემინარს თემაზე „ბუნებრივ ენათა დამუშავების ტექნოლოგიები და კორპუსული კვლევების მნიშვნელობა 21-ე საუკუნის ქართველოლოგიისათვის“. სემინარი, რომელიც დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოსა და ლინგვისტური ტექნოლოგიების ჯგუფის სპეციალისტების მონაწილეობით ტარდება, განკუთვნილია ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისთვის.

მიზანი:

სემინარის მიზანია ახალგაზრდა ფილოლოგებისათვის ბუნებრივ ენათა დამუშავების ტექნოლოგიების გაცნობა, ქართული ენის დიგიტალური რესურსების გამოყენებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისების ხელშეწყობა.
სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზებს, ქართული ენის ეროვნული კორპუსის არქიტექტონიკას, საძიებო სისტემას და აითვისებენ კვლევის პროცესში კორპუსის ეფექტურად გამოყენების უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, სტუდენტები გაეცნობიან ქართული ენის ფორმალური მოდელირების საფუძვლებს, კომპიუტერული ლექსიკოგრაფიის თანამედროვე მიდგომებს, ქართული ენისათვის შექმნილ სხვადასხვა პროგრამულ საშუალებას და რაც მთავარია, გააცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ქართველოლოგია 21-ე საუკუნეში.

სემინარის ხელმძღვანელები:

პროფ. მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი),
პროფ. ქეთევან დათუკიშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი)
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ საკვლევი თემები, რომლებიც სემინარის ფარგლებში შეძენილი ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად უნდა შესრულდეს.
სემინარის დასრულების შემდეგ დაგეგმილია სემინარის მონაწილეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციების წარდგენა, რის შემდეგაც მათ გადაეცემათ საერთაშორისო სემინარში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სალექციო თემები:

23 თებერვალი

10:00-11:00 - საერთაშორისო სემინარის საზეიმო გახსნა

23 თებერვალი

24 თებერვალი

25 თებერვალი

9 მარტი

საერთაშორისო სემინარში მონაწილეობის მისაღებად გადმოწერეთ ქვემოთ მოცემული ვორდის დოკუმენტი, შეავსეთ მონაცემები და გამოგვიგზავნეთ მეილზე