ტრენინგი „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო
გამოსვლებსა და დებატებში“
მიზანი:
ტრენინგი „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“
მიზნად ისახავს პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას როგორც პოლიტიკოსთა, ისე
საზოგადოების ფართო ფენებში. ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს,
როგორიცაა მაგალითად, კომუნიკაციის ფორმებისა და მეთოდების გაცნობა, კამათის
სტრატეგიებისა და ტექნიკების დაუფლება, მანიპულაციის ენობრივი საშუალებების გაცნობა,
საკუთარი უნარ-ჩვევების შეცნობა და პრაქტიკული გამოყენება.
ჩატარების ვადა: 19-24 ივლისი, 2021 წელი
პროექტის გამოცხადების ვადა: 30 აპრილი
საბუთების შემოტანის ბოლო ვადა: 30 ივნისი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 დღე
ტრენინგის ღირებულება: 500 ლარი
მსმენელთა რაოდენობა და პირობები:
ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა: 30
მონაწილეობის პირობები:
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ჩართულია ან დაინტერესებულია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვით.
პროგრამა
I. ტრენინგ-ბლოკი (19-24 ივლისი, თბილისი / 26-31 ივლისი, ბათუმი)
19 ივლისი, თბილისი / 26 ივლისი, ბათუმი
10.00 - 13.00 სთ.
ენა და პოლიტიკა, პოლიტიკური გამოსვლების შედეგები ადამიანის უფლებების კონტექსტში;
პოლიტიკური მეტყველების კულტურა, პოლიტკორექტულობა
14.00 - 17.00 სთ.
საპარლამენტო გამოსვლების ანალიზი
20 ივლისი, თბილისი / 27 ივლისი, ბათუმი
10.00 - 13.00 სთ.
კომუნიკაციის ფორმები და კომუნიკაციის წარმართვის ენობრივი საშუალებები;
პოლიტიკური გამოსვლების არქიტექტონიკა, მანიპულაციის ენობრივი საშუალებები, პერსუაზიის ენობრივი მექანიზმი
14.00 - 17.00 სთ.
წინასაარჩევნო გამოსვლების ანალიზი
21 ივლისი, თბილისი / 28 ივლისი, ბათუმი
10.00 - 13.00 სთ.
პოლიტიკური დებატების არქიტექტონიკა, პოლიტიკური ზეპირმეტყველების ტექნიკა დებატებში;
კამათის არსი და მიზნის მიღწევის სტრატეგიები, არგუმენტაციული სტრუქტურები პოლიტიკურ მეტყველებაში
14.00 - 17.00 სთ.
წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატების ანალიზი
22 ივლისი, თბილისი / 29 ივლისი, ბათუმი
10.00 - 13.00 სთ.
ამომრჩეველთან ურთიერთობის სტრატეგიები და ხერხები (საარჩევნო პროგრამა, სლოგანი, სარეკლამო რგოლები);
მეტაფორა როგორც პოლიტიკური გამოსვლების მნიშვნელოვანი ენობრივ-სტილისტური ხერხი
14.00 - 17.00 სთ.
პოლიტიკური გამოსვლების სენტიმენტანალიზი
II. პოდიუმ-დისკუსია პოლიტიკურ თემებზე
23 - 24 ივლისი, თბილისი / 30 - 31 ივლისი, ბათუმი
10.00 სთ.
პოდიუმ-დისკუსია საქართველოს პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი კანდიდატებისა და ექსპერტების მონაწილეობით