კვლევის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები ქართველოლოგიაში
2022 წლის 7-8 ოქტომბერს გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს“ თანამშრომლობით ქართველოლოგიის მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისთვის ტარდება ვორკშოფი თემაზე „კვლევის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები ქართველოლოგიაში“.
მიზანი:
მონაწილეებისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კვლევის დიგიტალური მეთოდების გაცნობა და ქართული ენის კვლევის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის ხელშეწყობა.
ვორკშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზებს, ქართული ენის ეროვნული კორპუსის არქიტექტონიკას, საძიებო სისტემას და კვლევის პროცესში კორპუსის ეფექტურად გამოყენების წესებს. გარდა ამისა, გაეცნობიან იმ ტექნოლოგიურ საშუალებებს,რომელიც გამოიყენება თანამედროვე ქართველოლოგიაში კვლევის ეფიციენტურობის გაზრდის მიზნით, კერძოდ: KWIC, FLEX, ELAN ტექნოლოგიებს.