2025 წლის 26 სექტემბერს 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „მილენიუმის“ მესამე ნომრის პრეზენტაცია.
ჟურნალის სამეცნიერო საბჭო და რედკოლეგია აგრძელებს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ევროპის ღია მეცნიერების პრინციპების დაცვას და საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს ჟურნალის ახალ, მესამე ტომს ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის შედეგებით, რომელიც მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა: ენათმეცნიერება, ექსპერიმენტული ფონეტიკა, ფილოსოფია, პოლიტიკური ლინგვისტიკა, თარგმანმცოდნეობა, დიგიტალური რუსთველოლოგია, ეთნოლინგვისტიკა.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია