6-12 მარტს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია ფრანკფურტის უნივერსიტეტთან
თანამშრომლობით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს საერთაშორისო
სეზონურ სკოლას დიგიტალურ ჰუმანიტარიაში. სკოლის მონაწილეებს საშუალება
ექნებათ გაეცნონ დიგიტალური ჰუმანიტარიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა და საფუძვლებს და მიიღონ ცოდნა დიგიტალური ჰუმანიტარიის ძირითად მიმართულებებში.
2023 წლის 7 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია. მისი მიზანია, თავი მოუყაროს ქართული ენისათვის შექმნილ არსებულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კომერციულ რესურსებს, რათა გამოვლინდეს და შეჯამდეს ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების საერთო სურათი და დაისახოს ქართული ენის ტექნოლოგიზაციის ხარისხის ამაღლების პერსპექტივები. ღონისძიების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს, ხელი შეუწყოს ქართულ ენასთან დაკავშირებული არსებული რესურსების ღია მეცნიერების კონტექსტში გააზრებასა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან ინტეგრირებას.
2023 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსიტუტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და “დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველოსთან” თანამშრომლობით ტრადიციულად ატარებს ბათუმის საზაფხულო სკოლას დიგიტალურ ქართველოლოგიაში.
სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ დიგიტალური ქართველოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა და საფუძვლებს, გაეცნონ დიგიტალურ რესურსებს ქართველოლოგიაში და შეიძინონ დიგიტალური კვლევის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თემაზე „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“ (ქართული პოლიტიკური მეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი) პირველად ტარდება საქართველოში და მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზის მეთოდების გაცნობასა და დაუფლებას. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ახალ სამეცნიერო ჟურნალს „დიგიტალური ქართველოლოგია“. ჟურნალი წარმოადგენს საერთაშორისო რეფერირებად ბილინგვურ გამოცემას, რომლის მიზანია საქართველოში დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარების ხელშეწყობა. ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართება 2022 წლის 6 ოქტომბერს, 19.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საგამოფენო დარბაზში).
ვორკშოფი მიზნად ისახავს კვლევის თანამედროვე მეთოდების შესწავლას ქართველოლოგიაში და ენის ტექნოლოგიების ათვისებასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას ქართველოლოგიურ კვლევებში. ვორკშოფის მონაწილეების გაეცნობიან ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზებს და ზეპირმეტყველების დიგიტალური დამუშავების პროგრამულ საშუალებებს (KWIC, FLEX, ELAN).
საზაფხულო სკოლა „დიგიტალური რუსთველოლოგია“ მიზნად ისახავს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის კრიტიკულ განხილვასა და პოემის დიგიტალური კვლევის მეთოდების შესწავლას.
ტრენინგი „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“ მიზნად ისახავს პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას როგორც პოლიტიკოსთა, ისე საზოგადოების ფართო ფენებში.
ვორკშოფი მიზნად ისახავს კვლევის დიგიტალური მეთოდების შესწავლას. ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზების გაცნობას და ქართული ენის ეროვნული კორპუსის გამოყენების წესებს.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია