საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“

ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება და არქივირება კულტურული მემკვიდრეობის კვლევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს XXI საუკუნეში. დღეისათვის დადგენილია, რომ 7 000-მდე არსებული ენიდან 2150 წლისათვის თითქმის ნახევარს გაქრობა უწერია – საფრთხეში მყოფი ენების საკვლევი ინსტიტუტის Living Tongues Institute for Endangered Languages მონაცემების მიხედვით, ენები უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე ცხოველთა ან მცენარეთა სახეობები: ყოველ ორ კვირაში არსებობას წყვეტს ერთი ენა. საგულისხმოა, რომ გაქრობის საშიშროება უმეტესად ინდიგენური ხალხების ენებს ემუქრება, რომელთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ენებთან ერთად გაქრება არა მარტო ენა, როგორც სისტემა, არამედ ინდიგენური მოსახლეობის სულიერი კულტურაც. შესაბამისად, ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება და არქივირება XXI საუკუნის გამოწვევაა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია ატარებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“.

მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ჩატარებას, რომელიც მიეძღვნება ჰუმანიტართა ახალგაზრდა თაობისათვის კულტურული მემკვიდრეობის – ენისა და კულტურის – ციფრული დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული ცოდნის გადაცემას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტუმენტების ათვისებას და აჭარის ლინგვოკულტუროლოგიური პორტრეტის შექმნაში სტუდენტების (ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების) ჩართვას. საზაფხულო სკოლის პროგრამა ინტერდისციპლინური ხასიათისაა და ითვალისწინებს კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, კერძოდ:
პროექტი დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში

პროგრამა

1 აგვისტო

გამგზავრება ზემო აჭარაში. შეკრების ადგილი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელი ბულვარის მხრიდან. შეკრების დრო: 1 აგვისტო, 14.00 სთ.

I. თეორიული ლექციები და ვორკშოპები

2 აგვისტო

3 აგვისტო

4 აგვისტო

II. ექსპედიცია და მოპოვებული მასალის ლაბორატორიული დამუშავება

5 აგვისტო

6 აგვისტო

7 აგვისტო