„ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კორპუსლინგვისტური ანალიზი“
საერთაშორისო სემინარი თემაზე ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კორპუსლინგვისტური ანალიზი“ მიზნად ისახავს პოლიტიკური ლინგვისტიკის არსის, კვლევის ობიექტის, მიზნებისა და მეთოდების გაცნობას. სემინარის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორიცაა, მაგალითად, საკომუნიკაციო აქტისა და კომუნიკაციის ფორმების გაცნობა, პოლიტიკური მეტყველების სენტიმენტანალიზი და არგუმენტაციული სტრუქტურები პოლიტიკურ მეტყველებაში, მანიპულაციის ენობრივი საშუალებები და პოლიტიკური მეტყველების შეფასების კრიტერიუმები. სემინარის მონაწილეები პრაქტიკულად დაეუფლებიან პოლიტიკური მეტყველების ანალიზის მეთოდებს, გამოიმუშავებენ კვლევით უნარ-ჩვევებს, რომელსაც პრაქტიკულად გამოიყენებენ სემინარის ფარგლებში დაგეგმილ პრაქტიკულ მეცადინეობაზე.
სემინარის გამოცხადების დრო: 10 ივნისი
განცხადებების შემოტანის საბოლოო ვადა: 30 ივნისი
დასტური მონაწილეობის შესახებ: 1 ივლისი
სემინარში მონაწილეთა რაოდენობა: 25
სემინარის ჩატარების დრო: 8-10 ივლისი, 2024 წელი
სემინარის ჩატარების ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი
სემინარში მონაწილეობა უფასოა
საერთაშორისო სემინარი ტარდება ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს მონაწილეობითა და მხარდაჭერით.
პროგრამა
8 ივლისი
17:00 – 17:15 სთ - სემინარის გახსნა
17:15 – 18:00 სთ - ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კორპუსლინგვისტური ანალიზი
9 ივლისი
10:00 – 11:00 სთ - პოლიტიკური ლინგვისტიკა - კვლევის ობიექტი, მიზნები, მეთოდები
11:00 – 12:00 სთ - საკომუნიკაციო აქტი, კომუნიკაციის ფორმები და მისი წარმართვის ენობრივი საშუალებები
12:00 – 12:30 სთ - შესვენება
12:30 – 13:30 სთ - პოლიტიკური მეტყველების სენტიმენტანალიზი
13:30 – 14:30 სთ - არგუმენტაციული სტრუქტურები პოლიტიკურ დისკურსში
14:30 – 15:00 სთ - შესვენება
15:00 – 16:00 სთ - მეტაფორული სტილი პოლიტიკურ მეტყველებაში