ენა საზოგადოების განვითარების აუცილებელი კომპონენტია. ენის მეშვეობით შეიმეცნებს ადამიანი გარე სამყაროს, ენაში ყალიბდება საზოგადოების ცნობიერება და ენის მეშვეობით გადაეცემა თაობიდან თაობას კულტურული და ისტორიული მეხსიერება. შესაბამისად, ენის გაქრობასთან ერთად ქრება ამ ენის მატარებელი საზოგადოების კულტურაც.
ენათა გაქრობის საფრთხეს საზოგადოებამ გასული საუკუნის მიწურულს მიაქცია ყურადღება და მას შემდეგ საფრთხეში მყოფ ენათა დოკუმენტირება იუნესკოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში არსებული 7000 ენიდან 2467 ენა საფრთხეში მყოფ ენად არის მიჩნეული. მათ შორის არიან საქართველოში არსებული ქართველური, კავკასიური, ინდოევროპული, თურქული და სემიტურ ენათა ოჯახის ენები: მეგრული, ლაზური, სვანური, აფხაზური, წოვა-თუშური, უდიური, ახალ-არამეული, ოსური, პონტოელ ბერძენთა და ურუმელთა მეტყველება.
ლექციაში მომხსენებელი ისაუბრებს საქართველოში გავრცელებულ ერთ-ერთი ასეთი ენის – უდიური ენისა და უდი სოციუმის ისტორიული და თანამედროვე ენობრივი სიტუაციისა და მათი მშობლიური ენის შესაძლო რევიტალიზაციის შესახებ.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია