საერთაშორისო კონფერენცია თემაზე

„ხელოვნური ინტელექტი და ქართული ხელნაწერების ციფრული დამუშავების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები“

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე

„ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში“

საყოველთაო გლობალიზაციისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, კვლევის თანამედროვე მეთოდებმა და ტექნოლოგიებმა „რევოლუციური გარდატეხა“ მოახდინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ახალ დისციპლინას – დიგიტალურ ჰუმანიტარიას დაუდეს სათავე. ჰუმანიტარული დარგების განვითარება დღეს წარმოუდგენელია ციფრული რესურსებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების  გარეშე.

საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ციფრული ეპოქის გამოწვევების ფონზე და მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას არსებული ტექნოლოგიების შესაძლებლობების გაცნობის თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პალიმფსესტური ხელნაწერების ავტომატური, ციფრული გაშიფვრის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით განვითარებული ტექნოლოგიების წარმოდგენას და ხელნაწერთა ავტომატური დეშიფრირების პერსპექტივებს და ახალი ცოდნის პოპულარიზაციას.

კონფერენციაზე პლენარული მოხსენენების წასაკითხად მოწვეული არიან დარგის წამყვანი მეცნიერები ევროპიდან და საქართველოდან.

კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე: პროფ. მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტი, გერმანია)

პროექტის ხელმძღვანელი: დოქ. მარიამ ყამარაული (ფრანკფურტი, გერმანია)

პროექტის კოორდინატორი: დოქტორანტი მარიამ გობიანიძე (ფრანკფურტი, გერმანია)

პროექტს აფინანსებს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დეტალები:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: Ma.Kamarauli@em.uni-frankfurt.de / mariam.gobianidze@tsu.ge

კონფერენცია ტარდება საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების ციფრული გაშიფვრის ტექნოლოგიის დახვეწა-განვითარება“ ფარგლებში (შიფრი: GSDP-25-513).