შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 17 მარტს 12.00 საათზე შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში“ პრეზენტაცია.
პროექტის მიზანია მანიპულაციის ენობრივი საშუალებების კვლევა თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში. საკვლევი პერიოდი მოიცავს საქართველოს პოლიტიკის უახლეს პერიოდს (2012-2024 წლებს).
პროექტის ითვალისწინებს პოლიტლინგვისტიკის როგორც თეორიული, ისე ემპირიული რესურსების შექმნას ქართულ ენაზე. პროექტის ფარგლებში, ერთი მხრივ, ქართული პოლიტიკური მეტყველების მეცნიერული შესწავლის საფუძველზე შეიქმნება თეორიული ნაშრომები („მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში“, „ქართული პოლიტიკური დისკურსის სენტიმენტლექსიკონი“, სამეცნიერო სტატიები), მეორე მხრივ, შეიქმნება კვლევის ემპირიულ მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვიკვლიოთ მანიპულაციის ენობრივი საშუალებები უახლესი ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსში.
ემპირიული რესურსების შერჩევა და დამუშავება „თანამედროვე ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დიგიტალური კორპუსის“ შესაქმნელად განხორციელდება ბალანსირების პრინციპის დაცვით:
პროექტს ახორციელებს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფ. მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტი უნივერსიტეტი/დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია/საქართველო),
ასოც. პროფესორი რუსუდან პაპიაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი),
ასოც. პროფესორი მზია (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი),
პოსტდოქტორანტი თათია ცეცხლაძე (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი),
დოქტორანტი ანასტასია ყამარაული (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდება ერთდღიანი ვორკშოფი „როგორ ვიკვლიოთ ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველება ციფრულ ეპოქაში?“
ვორკშოფის წამყვანები: პროფ. მანანა თანდაშვილი, ასოც. პროფ. მზია ხახუტაიშვილი, დოქტ. თათია ცეცხლაძე.
პროფ. მანანა თანდაშვილის ინტერვიუ აჭარის ტელევიზიაში: https://www.facebook.com/shesveneba/videos/917122117167034
საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ბსუ-სა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტს შორის – ერთობლივი სამეცნიერო პროექტის წარდგენა – https://bsu.edu.ge/sub-8/page/21919/index.html
ინფორმაცია აჭარის რადიოში: ინტერვიუ პროფ. მანანა თანდაშვილთან და ასოც. პროფ. მზია ხახუტაიშვილთან – https://ajaratv.ge/video/17359
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია