საერთაშორისო ვორკშოფი დიგიტალურ ჰუმანიტარიაში

„ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში“

საერთაშორისო ვორკშოფი დიგიტალურ ჰუმანიტარიაში

„ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში“

21-ე საუკუნე არამხოლოდ ახალი ათასწლეულის საწყისი წერტილია ისტორიის ქრონოლოგიურ ღერძზე, არამედ კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპი, რომელმაც არსებითად შეცვალა საზოგადოებრივი ცხოვრების დინამიკა. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და გლობალიზაციის გარდა, შეიქმნა ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების ტექნოლოგიზაციის საოცარი შედეგი – ჩვენს თვალწინ გაჩნდა და გასაოცარი სისწრაფით განვითარდა „გონიერი მანქანა“ – ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია ჩაენაცვლოს ადამიანს ანალიტიკური ანალიზის, შემოქმედებითი შესაძლებლობების, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების სფეროებში.

რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ენა ციფრულ ეპოქაში? როგორ შეიძლება ეფიციენტურად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ქართული ენის ტექნოლოგიზაციისათვის? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად დაგეგმილია საერთაშორისო ვორკშოფი „ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში“, რომელსაც ატარებს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო 2025 წლის 18-25 აგვისტოს მესტიაში.

მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ვორკშფის ჩატარებას, რომელიც მიეძღვნება დიგიტალური ჰუმანიტარიის აქტუალურ თემას – ხელოვნურ ინტელექტს და 21-ე საუკუნის  გამოწვევებს ნაკლებრესურსიანი ენებისათვის.

ვორკშოფის პროგრამა ინტერდისციპლინური ხასიათისაა და ითვალისწინებს ცოდნის გადაცემას ჰუმანიტარული დარგის შემდეგ მიმართულებებში: დიგიტალური ქართველოლოგია, დიგიტალური რუსთველოლოგია, პოლიტიკური ზეპირმეტყველების ციფრული დამუშავება, ხელნაწერთა დიგიტალური დამუშავების თანამედროვე მეთოდები და ხელსაწყოები, ინტონაციის კვლევის თანამედროვე მეთოდები და ინსტუმენტები. გარდა თეორიული ცოდნისა, ვორკშოფის ფარგლებში განხორციელდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ასპექტების დემონსტრირება ქართულ ენასთან მიმართებით. ვორკშოფში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამის სტუდენტებს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან, ასევე პოსტდოქტორანტებს.

ორგანიზატორები:

ხელმძღვანელი: დოქტ. მარიამ ყამარაული (ფრანკფურტის უნივერსიტეტი)
კოორდინატორი: მარიამ გობიანიძე (ფრანკფურტის უნივერსიტეტი)

დეტალები:

ვორკშოფი ტარდება და ფინანსდება ფრანკფურტის უნივერსიტეტის მიერ საქართველოს უნივერსიტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიასთან თანამშრომლობით

პროგრამა

თეორიული ლექციები და თემატური ვორკშოფები:

19 აგვისტო

20 აგვისტო

21 აგვისტო

22 აგვისტო

ფოტოგალერეა