ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიასთან და ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2026 წლის 1-7 აგვისტოს ატარებს მორიგ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას დიგიტალურ ქართველოლოგიაში.
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ციფრული დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების ათვისებას და ხიხანის ხეობაში ემპირიული მასალის შეგროვება-დამუშავებას.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია