პრეზენტაცია

"დიგიტალური ქართველოლოგია" - III ტომი

პრეზენტაცია

"დიგიტალური ქართველოლოგია" - III ტომი

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025 წლის 7 აპრილს12 საათზე 202 აუდიტორიაში აწყობს საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგიის“ მესამე ტომის პრეზენტაციას. ჟურნალმა სულ ახლახანს წარმატებით გაიარა საერთაშორისო რეგისტრაცია და შევიდა ERIHPLUS – ის ბაზაში.

ჟურნალის მესამე ტომში შესულია რვა ქართველი და ექვსი უცხოელი ქართველოლოგის უახლესი კვლევები შემდეგ მიმართულებებში:

  • ხელნაწერთა დიგიტალური კვლევა
  • დიგიტალური ქართველოლოგია
  • დიგიტალური რუსთველოლოგია
  • ენათმეცნიერება
  • ლექსიკოგრაფია

„დიგიტალური ქართველოლოგიის“ მესამე ტომი ეძღვნება ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, სვანური ენის სამეცნიერო შესწავლის ერთ-ერთი მოამაგის, ღვაწლმოსილი მეცნიერის, ქალბატონი იზა ჩანტლაძის ხსოვნას.

დეტალები:

დისემინაცია:

ინფორმაცია საერთაშორისო ზამთრის სკოლის შესახებ გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“ – https://shorturl.at/SgyMa

ინფორმაცია საერთაშორისო ზამთრის სკოლის შესახებ თსუ-ს ვებგვერდზე – https://shorturl.at/5K0XO

ფოტოგალერეა